Belive

,,ბარსელონასთან დაცვაში 10 კაცით ვითამაშე'' - მოურინიო ბენფიკასთან ფრის შემდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ბენფიკასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა:

,,ორივე გუნდისთვის რთული შეხვედრა გამოვიდა. ბენფიკას ფრე სურდა და შედეგს მიაღწია კიდეც. მეტოქის გაძევების შემდეგ, მეტი სისწრაფე და დინამიკა გვჭირდებოდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელით. შესაძლოა, მატჩი განსაკუთრებით სანახაობრივი არ ყოფილა, მაგრამ მაღალი დონის ნამდვილად იყო.

თავს კარგად ვიცავდით, თუმცა მოწინააღმდეგეს ბევრი არაფერი შეუქმნია. ჯერჯერობით პორტუგალიაში გასამართ მატჩზე არ ვფიქრობ და მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვარ ორიენტირებული.

ბენფიკას ვერ გავაკრიტიკებ, მათი თამაშის სტილი იმაზე მეტყველებს, რომ პატივს გვცემენ. მეტოქემ 5 მცველით ითამაშა და გეგმა შეასრულა. მათთვის შედეგი დამაკმაყოფილებელია. ვერაფერს ვიტყვი, რადგან მე თვითონ ბარსელონას წინააღმდეგ დაცვაში 10 კაცი გამოვიყენე.''
- ჟოზე მოურინიო

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ფენერბაჰჩესა და ბენფიკას შორის უგოლოდ დასრულდა. საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 27 აგვისტოს, ლისაბონში გაიმართება.

სხვა სტატიები