Belive

პარი სენ ჟერმენმა ლივერპულთან მატჩამდე ლიგა 1-ის შეხვედრის გადადება მოითხოვა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-მა საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას (LFP) მატჩის გადადების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

პარიზელები 11 აპრილს, ლანსთან სტუმრად გასამართი მატჩის გადადებას ითხოვენ, რომელიც ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებებს (8 და 14 აპრილი) შორისაა ჩანიშნული.

LFP-მა გადაწყვეტილება ხუთშაბათს დაგეგმილ საბჭოზე უნდა მიიღოს. წესდების თანახმად, პროფესიულ საფეხბურთო ლიგას უფლება აქვს, მატჩი მეტოქე გუნდის თანხმობის გარეშეც გადადოს.

პარი სენ ჟერმენს წელს ერთი შეხვედრა უკვე გადაუდეს - ლუის ენრიკეს გუნდს ჩელსისთან მატჩამდე ნანტთან უნდა ეთამაშა, ეს დაპირისპირება კი 22 აპრილამდე გადაიდო.

სხვა სტატიები