Belive

ელ კლასიკოს ისტორიაში პირველად - ბარსელონამ ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბარსელონამ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

ეს გამარჯვება კი ისტორიული გამოდგა, კერძოდ - ეს იყო ამ გუნდების დაპირისპირებებში პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ზედიზედ 3 ფინალი მოიგო (ელ კლასიკოებში გამართულ ფინალებში).

დღევანდელ მატჩამდე ჰანსი ფლიკის გუნდმა რეალ მადრიდი გასული სეზონის მიწურულს ესპანეთის თასის ფინალში 3-2 დაამარცხა, მანამდე კი, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში 5-2 გაანადგურა.

ერთმატჩიან ფინალებში "ელ კლასიკოში" ასეთი ანგარიშია: ბარსელონას 7 მოგება, რეალ მადრიდს 5 მოგება.

შემდეგი 'ელ კლასიკო' უკვე ლა ლიგის ეგიდით, 10 მაისს, განახლებულ 'კამპ ნოუზე' გაიმართება, სადაც დიდი ალბათობით ლა ლიგის სეზონის გამარჯვებულის ბედი გაირკვევა.

სხვა სტატიები