Belive

ვენგერი: ,,ევროპის საუკეთესო თავდამსხმელები 30 წელზე მეტის არიან''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,არსენალის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ,,რეალისა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის საუკეთესო ფორვარდები 30 წელზე მეტის არიან:
,,ევროპის მასშტაბით საინტერესო ტენდენციას ვხედავთ: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები, ყველაზე ეფექტურები არიან. 33 წლის რობერტ ლევანდოვსკი, 34 წლის კარიმ ბენზემა, 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გოლს ნებისმიერ ასაკში იტანენ. ევროპის საუკეთესო თავდამსხმელები 30 წელზე მეტის არიან. ისინი მეტოქის ყველა შეცდომას იყენებენ,'' - ვენგერის სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ბენზემამ ,,ქალაქელებს'' ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა.

სხვა სტატიები