15-წლიანი ეპოქის დასასრული | იკერ მუნიაინი სეზონის ბოლოს ბილბაოს დატოვებს
31 წლის ლეგენდარული ბასკი - იკერ მუნიაინი, სეზონის ბოლოს მშობლიური კლუბს დატოვებს, კლუბს რომელსაც მან მთელი ცხოვრება დაუთმო და 19 წელიც გაატარა, აქედან 4 ახალგაზრდულ კლუბში, ხოლო 15 წელი კი პირველ გუნდთან ერთად.
❤ "Has sido lo mejor de mi vida,
— Athletic Club (@AthleticClub) April 24, 2024
pero ahora, mi amor,
ha llegado el momento de separarnos"
© El capitán comunica su adiós tras 15 temporadas en el primer equipo.#AthleticClub 🦁 pic.twitter.com/YwiV6kP4S3
მუნიაინმა კლუბის დატოვება ბედნიერ ნოტაზე გადაწყვიტა, რადგან მათ რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის თასი მოიგეს - თასი კი სწორედ კაპიტანმა, იკერ მუნიაინმა აღმართა და აღნიშნა, რომ ის დღე მის კარიერაში საუკეთესო მოგონება იყო.
იკერ მუნიაინი "ბილბაოს" ძირითადი კლუბის ღირსებად 2009/2010 წლებიდან იცავდა, საიდანაც მან დღემდე ბასკური კლუბის მაისურით 557 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 75 გატანილი გოლი და 79 შესრულებული საგოლე გადაცემაა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იკერ მუნიანი "ბილბაოს" ისტორიაში მეორე ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელია.
ბილბაო გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სეზონის ბოლოს იკერ მუნიაინს მთელი ქალაქი ერთად გააცილებს და მას გრანდიოზულ გაცილების ცერემონიალს მოუწყობენ.