Belive

ედერსონი თურქეთში, დონარუმა სიტიში - ყველაფერი 24 საათში გადაწყდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა, პსჟ-ს დაემშვიდობა. 26 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ გუნდის გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებულია. დონარუმა მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის.

პარალელურად აქტიურად იწერება, რომ გალათასარაიმ ყველაფერი შეათანხმა ედერსონის ტრანსფერზე და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე მხოლოდ რამდენიმე საათია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერ სიტის მეკარის პოზიციაზე ვაკანტური ადგილი ჩნდება. პარალელურად, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი დონარუმას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი მეკარე თურქეთში გადავა, ეს ტრანსფერი მანჩესტერ სიტისთვის გზას გაათავისუფლებს, რათა პსჟ-დან ჯანლუიჯი დონარუმა დაიმატოს.

დონარუმა პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, დონარუმამ პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

სხვა სტატიები