Belive

კასანო: ,,თუ ბარსელონა ლუკაკუს გაიფორმებს, მათ თამაშებს აღარ ვუყურებ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, რომელუ ლუკაკუს ,,ბარსელონაში'' შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,ბარსელონას ფილოსოფია ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ ისინი ლუკაკუს გაიფორმებენ, მათ მატჩებს აღარ ვუყურებ. ჩელსიში, სადაც კონკურენტი არ ჰყავს, სამ პასს ვერ აკეთებს, ბარსელონაში კი გოლის გატანამდე 55 გადაცემა კეთდება. როგორ გაართმევს რომელუ თავს ამ ყველაფერს?,'' - კასანოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.
,,ბარსელონას'' მთავარი სამიზნეები ერლინგ ჰოლანდი და რობერტ ლევანდოვსკი არიან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კატალონიელები რომელიმე მათგანის გადაბირებას ვერ შეძლებენ, ლუკაკუს გაფორმებას შეეცდებიან. გუნდის წარმომადგენლები ბელგიელის აგენტს უკვე შეხვდნენ.

სხვა სტატიები