მათეუსი: ,,არ გამიკვირდება თუ ლევანდოვსკი ბარსელონაში გადავა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,არ გამიკვირდება თუ ლევანდოვსკი ბარსელონაში გადავა. თუ ბარსა მას სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და გუნდები თანხაზე შეთანხმდებიან, ყველა მხარის პოზიცია გასაგები იქნება. შესაძლოა, ბარსელონა ბაიერნზე ძლიერი არ იყოს, მაგრამ 100 ათასი ადამიანის წინაშე თამაში და სხვა დიდ გუნდებთან ბრძოლა გასაგები მიზანია. თუმცა, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, დარწმუნებული ვარ, რომ რობერტი მომავალ სეზონში ბაიერნის მაისურით 30 გოლზე მეტს გაიტანას,'' - მათეუსის სიტყვებს Sky Germany ციტირებს.,,ბარსელონა'' ლევანდოვსკის გადაბირებას, რომელსაც ,,რეკორდმაისტერთან'' კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს. მიმდინარე სეზონში პოლონელის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 47 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.