Belive

ზინჩენკო: ,,სირცხვილია, რომ რუსი ფეხბურთელები ხმას არ იღებენ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' მცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, რუს ფეხბურთელებს მიმართა:
,,რუსეთში პატარა სამეგობრო წრე მყავდა, რაც ახლა, ფაქტობრივად, გაქრა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. როცა ყველაფერი დაიწყო, ბიჭებმა, რომლებსაც ვიცნობდი, დამირეკეს და მითხრეს: ,,ალექს, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.'' არადა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. თუ ჩუმად ხარ, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერ იმას, რაც უკრაინაში ხდება, მე კი არ მესმის, ასე რატომ იქცევიან. ალბათ, ეშინიათ, რადგან სოციალურ ქსელში ვხედავთ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე გასულ ადამიანებს იჭერენ. მაგრამ, შეხედეთ ფეხბურთელებს ან მათ, ვისაც დიდი აუდიტორია ჰყავს. რომელიმე მათგანმა რომ დაწეროს: ,,მეგობრებო, ჩვენ ომის წინააღმდეგნი ვართ, ეს უნდა შევაჩეროთ!'' - გჯერათ, რომ ამისთვის დაიჭერენ? რა თქმა უნდა, არა... სირცხვილია, რომ ისინი ხმას არ იღებენ,'' - ზინჩენკოს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები