Belive

როდრი რეალთან მატჩზე: ,,მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, როდრიმ, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ფეხბურთი ხანდახან ასეთია... კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რამდენად რთულია ამ ტურნირის მოგება, რომლის ჩემპიონებიც გასულ სეზონში გავხდით. ხვალ უნდა ავდგეთ და გამოვფხიზლდეთ, რადგან წინ კიდევ ბევრი გვაქვს სათამაშო!

სიმართლე გითხრათ, დღეს მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა. მეტოქემ იცოდა, თავი როგორ დაეცვა, ჩვენ კი ვიცით, როგორი რთული მეტოქეა რეალი. თუმცა, ჩემი აზრით, მომენტების გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპზე ჩვენ უნდა გავსულიყავით. რეალმა იცის, როგორ ითამაშოს და მათ ვულოცავ!'' - როდრი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები