ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება ექნებათ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს, ყოველგვარი სანქციის გარეშე, გუნდთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის უფლება მისცა:
,,იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უცხოეული მოთამაშეებისა და მწვრთნელების რუსეთიდან გამგზავრებას, იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის 10 მარტამდე რუსული გუნდები ვერ მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას თავიანთ უცხოელ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, მათ ექნებათ უფლება, კლუბებთან ხელშეკრულება სეზონის დასრულებამდე ცალმხრივად შეაჩერონ,'' - წერია ფიფას განცხადებაში.ამ მომენტისთვის რუსეთის ჩემპიონატში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დღეს ,,ახმატთან'' შეხვედრაში ,,რუბინის'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.
FIFA adopts temporary employment and registration rules to address several issues in relation to war in Ukraine ▶️ https://t.co/odNLmadIcs pic.twitter.com/SvLubX3Z5c — FIFA Media (@fifamedia) March 7, 2022