კონტე: ,,ფეხბურთელობისას ვერ ვიტანდი მწვრთნელს, რომელიც მატყუებდა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,როცა ფეხბურთელი ვიყავი, ვერ ვიტანდი მწვრთნელს, რომელიც მატყუებდა იმისთვის, რომ სიმშვიდე და კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. თუ მოთამაშეებს სურთ, რომ უკეთესები გახდნენ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის სიმართლე მოისმინონ. წაგების შემდეგ უფრო მეტის სწავლაა შესაძლებელი, ვიდრე - მოგების, ჩემმა ფეხბურთელებმა კი იციან, რომ მათ ყოველთვის სიმართლეს ვეტყვი. კარგი ტყუილით დიდ ხანს ვერ იცოცხლებ,'' - კონტეს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ,,ჩელსიმ'' ,,ტოტენჰემს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 12 იანვარს გაიმართება.