"ტოტენჰემი ლორისის შემცვლელად 22 წლის ქართველს განიხილავს..." - Onefootball
"ტოტენჰემი" "ვალენსიას" 22 წლის ქართველ მეკარეს - გიორგი მამარდაშვილს სერიოზულად აკვირდება.
ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურება, რაც ანტონიო კონტეს არ გამორჩენია და გავრცელებული ინფორმაციით, "ვალენსიას" მომავალ თამაშებზე "ტოტენჰემის" სკაუტები ქართველ მაკრეს დააკვირდებიან.
"სპურსის" ამჟამინდელი მეკარის უგო ლორისის მომავალთან ერთად, კლუბი ახალ მეკარესა და მის შემცვლელს ეძებს.
მამარდაშვილი 22 წლისაა და მას მომავლის ნათელი და კარგი პერსპექტივა აქვს. ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" შემადგენლობაში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა.
ისეთ კლუბში თამაშის შესაძლებლობა, როგორიც "ტოტენჰემია", მამარდაშვილისთვის დიდი სტიმული იქნება. ქართველის დამატების შემთხევევაში, ის ათწლეულის განმავლობაში "სპურსის" მთავარი მეკარე შეიძლება იყოს.
პრემიერ ლიგა ცნობილია თავისი ფიზიკურობით და მამარდაშვილის თამაში ინგლისური ფეხბურთის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოერგოს. თუმცა, თავისი პოტენციალით, მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ამისთვის "ტოტენჰემი" შეიძლება საუკეთესო ვარიანტი იყოს.
ჯერ კიდევ გასარკვევია, გამოვა თუ არა ტოტენჰემი ოფიციალური შეთავაზებით, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ლონდონელები მამარდაშვილს დიდი ხანია აკვირდებიან და ეს ტრანსფერი დროის განმავლობაში უფრო რეალური ხდება.