Belive

Tuttosport - რონალდუმ იუვეში თანასწორობის, თავმდაბლობისა და ერთიანობის კანონი დაარღვია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა, ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილ ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე, სტატია გამოაქვეყნა. ავტორი პორტუგალიელზე წერს, რომ ის არასდროს ყოფილა კოლექტივის წევრი და არც გუნდის ლიდერად ითვლებოდა. გარდა ამისა, ვარსკვლავს იმაშიც ადაშაულებს, რომ თანაგუნდელებს დაცვაში არ ეხმარებოდა.
,,რონალდუს ქმედებების გამო, დაირღვა კანონი, რომელიც აქამდე იუვენტუსს აერთიანებდა: თანასწორობა, თავმდაბლობა და ერთიანობა. სამ წელიწადში ამან გასახდელში არსებულ დისციპლინას ძირი გამოუთხარა, თუ კანონი ყველასთვის ერთი არ არის, ამ შემთხვევაში ბზარები ჩნდება,'' - წერია სტატიაში.
,,იუვენტუსმა'' რონალდუს სანაცვლოდ 2018 წელს 110 მილიონი ევრო გადაიხადა, გასულ ზაფხულს კი ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 15 მილიონ ევროდ გაყიდა. პორტუგალიელმა ,,ბებერი ქალბატონების'' მაისურით ჩატარებულ 134 შეხვედრაში 101 გოლი გაიტანა და სერია ა ორჯერ მოიგო.

სხვა სტატიები