Belive

130 მილიონი კვარას სანაცვლოდ - ბრიტანული მედია ქართველის მიმართ ლივერპულის ინტერესზე წერს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპული" მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "ნაპოლის" გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს" - წერს ესპანური გამოცემა Fichajes-ი.

ხსენებული წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის შესახებ ინგლისური მედიაც ადასტურებს და წერს, რომ "წითლები" აქტიურები იქნებიან მომავალი ზაფხულის ფანჯრისას, რადგან ისინი გუნდის განახლებასა და ორი ახალი ნახევარმცველის დამატებას აპირებენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დორტმუნდის "ბორუსიას" და ინგლისის ნაკრების წევრის, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე ნადირობას წყვეტენ.

გადაწყვეტილია, რომ რობერტო ფირმინო გუნდს დატოვებს, ასე რომ, მერსისაიდელებს შეტევის ხაზის გაძლიერებაც დასჭირდებათ.

22 წლის ქართველი ვარსკვლავის სანაცვლოდ "ლივერპული" ნაპოლისთვის გადასახდელად 130 მილიონ ევროს ამზადებს.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” შემადგენლობაში 32 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები