ნეიმარი: ,,პარი სენ ჟერმენში დარჩენა მინდა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება კვლავ პარიზულ კლუბში სურს:
,,პსჟ-ში დარჩენა მინდა. ჩემს მომავალზე გუნდს ჩემთვის ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, ამიტომ არ ვიცი, რა გეგმები აქვთ მათ,'' - ბრაზილიელის სიტყვებს Le Parisien-ი ციტირებს.დღეს ნეიმარის შესახებ ,,პსჟ-ის'' მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს ჰკითხეს:
,ნეიმარი აქ ბედნიერია და ვარჯიშის დაწყების შემდეგ, კარგად მუშაობს. არ ვიცი, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მასთან პირისპირ არ მისაუბრია. ნეიმარს არ აინტერესებს, რას ამბობს ხალხი, ის სიამოვნებით ვარჯიშობს,'' - განაცხადა გალტიემნეიმარი ,,პსჟ-ში'' 2017 წლიდან თამაშობს, ბრაზილიელს გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Neymar: “I want to stay at Paris Saint Germain. No one from the club told me anything about the plans for my future, as things stand”, tells AFP. 🚨🇧🇷 #PSG “I don’t know what kind of plans they have for me - I want to stay”. pic.twitter.com/y7lEXvBBEV — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 23, 2022