Belive

12 მილიონი ევრო მსოფლიოს ჩემპიონთან სათამაშოდ: ანგოლა არგენტინას შეხვდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები 2025 წლის ნოემბრის სანაკრებო პერიოდის დროს, ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ალბისელესტეს მეტოქე ანგოლის ნაკრები იქნება. ანგოლებები მაროკოში გასამართი აფრიკის თასისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ითამაშებენ და საამისოდ, 12 მილიონი ევრო დასჭირდებათ.

ანგოლის ფეხბურთის ფედერაციამ, 14 ნოემბერს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვა და საამისოდ 12 მილიონი ევროს გადახდა გადაწყვიტა. ანგოლელები ლეო მესის და სხვა ვარსკვლავებს უმასპინძლებენ.

აქამდე, არგენტინელებს იგივე შეთავაზება მაროკოს ნაკრებთან ჰქონდათ, მაგრამ მათ თანხის გადახდაზე უარი თქვეს.

ანგოლის ნაკრები ფიფას რეიტინგში 89-ე პოზიცია უკავია, მათ 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვთ ნათამაშები, 2011 წელს კი აფრიკის თასის ფინალში მიიღეს მონაწილეობა.

სხვა სტატიები