სემენიო ბორნმუთს იანვარში დატოვებს - მან ყველა პრემიერ ლიგურ გუნდს უარი უთხრა
ზამთარში ინგლისის პრემიერლიგის გრანდებისთვის მთავარი სამიზნე ბორნმუთის თავდამსხმელი ანტუან სემენიო იქნება, ინფორმაციას ბრიტანული სპორტული მედიები ავრცელებს.
25 წლის წარმოშობით ინგლისელი ფეხბურთელი მზად არის, რომ კლუბი იანვარშივე დატოვოს. ასევე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ თავად ანტუანმა ყველა პრემიერ ლიგური გუნდი უარით გაისტუმრა და მხოლოდ მანჩესტერ სიტიში თამაში სურს.
🚨🔵 BREAKING: Manchester City are progressing to complete deal for Antoine Semenyo in next days.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 23, 2025
As revealed, City have been pushing in last 12h to accelerate in talks.
Semenyo indicated #MCFC as favorite destination despite Man United trying hard + Chelsea/Spurs out of race. pic.twitter.com/GOdijZDDas
თავის მხრივ რადარზე აქტიურად გამოჩნდა მანჩესტერ სიტიც, რომელიც 12 საათის განმავლობაში მოლაპარაკებების დაჩქარებას ცდილობდა და აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხუროს - სიტი 25 წლის ინგლისელში 65 მილიონის გადახდას აპირებს.
სემენიომ თავის საყვარელ კლუბად სწორედ სიტი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული დიდი მონდომებით ცდილობდნენ მის დამატებას. ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ ჩელსი და ტოტენჰემი 25 წლის ინგლისელის ტრანსფერიდან ოფიციალურად გამოეთიშნენ.
სემენიოს ბრწყინვალე სეზონი აქვს, მან მიმდინარე სეზონში 17 თამაში ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო - იგი ბორნმუთის მთავარი ლიდერია.