Belive

ჯო კოული კანტეზე: ,,მაკელელესთან ერთად ვთამაშობდი და მეგონა, რომ ის ამ პოზიციაზე საუკეთესო იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, ,,არისტოკრატთა'' ნახევარმცველზე - ნ'გოლო კანტეზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, რომ მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის, როგორიც ნ'გოლო კანტეა. ის ,,ჩელსის'' ძრავა იყო. თუმცა, შემადგენლობის თითოეული წევრი, მეკარიდან დაწყებული, გმირია. კანტე გამაოგნებელია. მაკელელესთან ერთად ვთამაშობდი და სანამ ნ'გოლო ვნახე, მეგონა, რომ ის ამ პოზიციაზე საუკეთესო იყო. კანტე არის მაკელელე დამატებითი უნარებით,'' - განახადა კოულმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის ,,ჩელსიმ'' ,,მანჩესტერ სიტი'' 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელდ ნ'გოლო კანტე დასახელდა.

სხვა სტატიები