ზიდანი: ,,აზარმა მომხდარის გამო მოიბოდიშა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,აზარმა მომხდარის გამო უკვე მოიბოდიშა. მან თქვა, რომ შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის უნდოდა. ედენი ,,რეალის'' ფეხბურთელია და აქ თამაშს განაგრძობს. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, სიტუაცია თანაგუნდელებთან ერთად განვიხილეთ. ახლა ეს უკვე წარსულია,'' - ზიდანის სიტყვებს მარკა ციტირებს.ედენ აზარი ,,რეალში'' 2019 წელს ლონდონის ,,ჩელსიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბელგიელის ანგარიშზე ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 3 გოლია.