Belive

ოფიციალურად | ენცო ზიდანმა 29 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის - ზინედინ ზიდანის უფროსმა შვილმა, ენცო ზიდანმა, საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული გამოცემა "AS" ავრცელებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ენცო ზიდანმა უკვე ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ კარიერა დაასრულოს - ამის მიზეზი კი ის არის, რომ ენცო ფეხბურთში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს და ბიზნესზეა ორიენტირებული, რომელიც ზიდანების ოჯახს გააჩნია.

ენცო ზიდანი მადრიდის "რეალის" აღზრდილია. იგი წლების განმავლობაში ჯერ "რეალის" C გუნდში თამაშობდა, შემდეგ B გუნდში აღზევდა, საბოლოოდ კი "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავდა, თუმცა მას ოფიციალური თამაში არ უთამაშია.

ამ ყველაფრის შემდეგ მან: "ალავესში"; "ლოზანაში"; "ავეში"; "ალმერიაში"; "როდეზში" და ბოლოს "ფუენლაბრადაში" ითამაშა.

29 წლის ნახევარმცველს კარიერაში 215 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 16-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

ენცო ზიდანი ესპანეთის U15 და U19 ნაკრებებშიც თამაშობდა.

სხვა სტატიები