Belive

ჯანო: ,,ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები დინამოსა და ნაკრებს დავეხმარო''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,დინამო თბილისის'' ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ, დედაქალაქურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა. ნახევარმცველის თქმით, ახლა სრულიად ჯანმრთელია და მზადაა, ,,დინამოსა'' და საქართველოს ნაკრებს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს:
,,დინამო ისტორიული გუნდია, მოხარული ვარ, რომ ამ დიდ კლუბში თამაშის საშუალება მომეცა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ბიჭები კარგად დამხვდნენ, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტს ვიცნობდი. რაც შეეხება აქაურ გარემოს, ევროპის დონის ბაზაა, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ,,დინამოელმა'' მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს. ,,დინამო'' მოქმედი ჩემპიონია და აქ მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა, ჩემი გამოცდილებით ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს ამ მიზნების მიღწევაში დავეხმარო. რაც მთავარია, ევროთასებზე გვიწევს ასპარეზობა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც ეტაპამდე მაინც მივიდეთ და გულშემატკივრები გავახაროთ. ,,ანორთოსისში'' მიღებული ტრავმა გამირთულდა, წავედი ევროპაში, კვლევები ჩავიტარე, ვიმკურნალე და დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები, აღვიდგინო სათამაშო ფორმა, რათა ,,დინამოსა'' და საქართველოს ნაკრებს დავეხმარო,'' - განაცხადა ანანიძემ.
ჯანომ ,,დინამოსთან'' 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნახევარმცველი თბილისურ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სხვა სტატიები