Belive

,,მათ მხოლოდ საუკეთესო მეკარედ არ დავუსახელებივარ'' - მარუშიჩი საქართველოს ეროვნულ ლიგაზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,დინამო თბილისის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ზორან მარუშიჩმა, რომელიც უზბეკურ ,,ნავბაჰორში'' გადავიდა, Sports.uz-თან ინტერვიუში ქართული გუნდიდან წასვლაზე ისაუბრა:
- გავიგეთ, რომ თქვენი დინამოდან წამოსვლა ხმაურიანი იყო, ასეა? - რა თქმა უნდა, პრობლემა არ ყოფილა, ამის შესახებ მეტ ინფორმაციას ჩემი ადვოკატისგან გაიგებთ. მიუხედავად ყველა პრობლემისა, მკითხეს, მსურდა თუ არა გუნდში დარჩენა, მე კი დინამოდან წამოსვლა მინდოდა. პრეტენზიები კონტრაქტის დარღვევის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩენას არ მთხოვდნენ. ახლა ყველაფერი რიგზეა და პროცესი მიმდინარეობს. - გასულ წელს თქვენ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს... - ეს ყველაფერი არ არის! საუკეთესო ლეგიონერი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ასისტენტი და საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. მათ მხოლოდ საუკეთესო მეკარედ არ დავუსახელებივარ (იცინის).
21 იანვარს ,,დინამო თბილისის'' სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების დარღვევის გამო, მარუშიჩის წინაამღდეგ გუნდი სამართლებრივ დავას იწყებდა. სერბმა ფეხბურთელმა დედაქალაქური კლუბის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები