Belive

ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
11-12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მეტწილად, ცხრილის ზედა და ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ და ლოგიკური შედეგები დააფიქსირეს. სამი ქულის მოპოვება შეძლო "დინამო თბილისმა", რომელმაც "სამტრედიას" უმასპინძლა და გიორგი გაბედავასა და ბაქარ ქარდავას გოლებით - 2:1 იმარჯვა. გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა მოახერხა - "ლოკომოტივმა" ქუთაისში, "ტორპედოს" - 3:1 აჯობა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, "საბურთალოს" მაისურით იური ტაბატაძის მიერ შესრულებულ დუბლს ქობულეთის "შუქურას" მხრიდან ზურაბ მუსელიანმა და მიშიკო სარდალიშვილმა უპასუხეს და თბილისურ კლუბთან ქულა გაიყვეს - 2:2. მორიგი 3 ქულა მოიპოვა ბათუმის "დინამომ", რომელმაც წყალტუბოს "სამგურალს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი გიორგი ფანცულაიამ და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს. ანალოგიური ანგარიშით გამარჯვება მოახერხა გორის "დილამაც", რომელმაც თელავში სტუმრად იმარჯვა - გოლები ირაკლი ბიძინაშვილმა და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს.

მერვე ტურის შედეგები

"დინამო თბილისი" - "სამტრედია" - 2:1 "საბურთალო" - "შუქურა" - 2:2 "ტორპედო" - "ლოკომოტივი" - 1:3 "დინამო ბათუმი" - "სამგურალი" - 2:0 "თელავი" - "დილა" - 0:2

სატურნირო მდგომარეობა მერვე ტურის შემდეგ

მერვე ტურის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ ორი "დინამო" იმყოფება. პირველ პოზიციას თბილისელები 19 ქულით იკავებენ, ხოლო მეორე ადგილზე ქულათა მინიმალური სხვაობით ბათუმელები იმყოფებიან. მესამე საფეხურს გორის "დილა" და თბილისის "ლოკომოტივი" 14-14 ქულით ინაწილებენ. ოთხივე გუნდმა ბოლო ტურში 3 ქულის აღება მოახერხა. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, "სამტრედია" 4 ქულით ბოლო ადგილზეა, "ტორპედოს" 5 ქულით მეცხრე, "თელავს" და "სამგურალს" კი 6-6 ქულით შესაბამისად მერვე და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.

სტატისტიკა

მერვე ტურის დასრულების შემდეგ, ბომბარდირთა დავაში 4-4 გოლით იური ტაბატაძე და გიორგი გაბედავა დაწინაურდნენ, ჯაბა ჯიღაურს, ირაკლი რუხაძესა და აკაკი შულაიას კი ყველაზე მეტი - 3-3 საგოლე გადაცემა დაუგროვდათ.
მერვე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს: მეკარე: ლაზარე კუპატაძე (“დინამო ბათუმი”). მცველები: საბა ხვადაგიანი (“დინამო თბილისი”), ოლექსანდრ აზაცკი (“დინამო ბათუმი”) ალეფ სანტოსი (“დილა”). ნახევარმცველები: თორნიკე კირკიტაძე (“ლოკომოტივი”), ბაქარ ქარდავა (“დინამო თბილისი”), ირაკლი ბიძინაშვილი (“დილა”), იური ტაბატაძე ("საბურთალო"). თავდამსხმელები: ზურაბ მუსელიანი (“შუქურა”), გიორგი გაბედავა (“დინამო თბილისი”), გიორგი ფანცულაია ("დინამო ბათუმი"). მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო (“დილა”). განლაგება: 3 - 4 - 3.
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები