Belive

13 ბარათი, 4 გაძევება - სენაკში უხეში მეგრული დერბი გაიმართა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში გამორჩეული შეხვედრა გაიმართა. სენაკში მეგრული დერბი შედგა, რომელშიც ერთმანეთს "ეგრისი" და მარტვილის "მერანის" მეორე გუნდი დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. ლიგა 4-ის წითელი ჯგუფის ეგიდით გამართულ მატჩში "ეგრისელთაგან" ანგარიში მეცხრე წუთზე ილია ვეკუამ თერთმეტმეტრიანის მეშვეობით გახსნა, ხოლო მარტვილელთა მხრიდან 76-ე წუთზე წონასწორობა თენგიზ თოლორდავამ აღადგინა. შეხვედრა გამორჩეული გუნდების უხეში თამაშის გამო გამოდგა, რაც შედეგშიც აისახა მატჩის მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს ჯამში 13 ბარათი უჩვენა, აქედან 9 ყვითელი გახლდათ, 4-ჯერ კი მან ფეხბურთელები გააძევა.
შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი არ მოიპოვება, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრები ყვებიან, რომ მეგრული დერბისთვის ასეთი მატჩები არცთუ იშვიათია. 4 ტურის შემდეგ, ლიგა 4-ის წითელ ჯგუფში "ეგრისი" 7 ქულით - მეოთხე, ხოლო "მერანი 2" 5 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები