Belive

დინამო თბილისის ფეხბურთელით პორტუ ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დინამო თბილისის ნახევარმცველის - გიორგი აბუაშვილის პორტუგალიურ გრანდ ,,პორტუში'' შესაძლო გადასვლაზე. Live.ge აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის მამას ესაუბრა, რომელმაც მისი შვილის მიმართ ,,პორტუს'' დაინტერესება დაგვიდასტურა. როგორც დავით აბუაშვილმა განგვიმარტა, ამ ეტაპზე გიორგი აბუაშვილი ,,დინამოს'' რიგებში ვარჯიშობს და ნახევარმცველის გადაბირება არაერთ გუნდს სურს.
,,პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ გიორგი ახლა საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს'' საკუთრებაა, ჩვეულებრივად ვარჯიშობს. არის დაინტერესება მრავალი გუნდიდან, მათ შორის ,,პორტუდანაც'', დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს თავად ,,დინამო'' მართავს. სერიოზული დაინტერესებებია ნამდვილად და ჩვენც მზად ვართ გამოწვევებისთვის,'' - Live.ge-ს კითხვებს დავით აბუაშვილმა ასე უპასუხა.
გიორგი აბუაშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდს 2019 წელს შეუერთდა. საქართველოს ეროვნულ ლიგაში 18 წლის ნახევარმცველს ,,დინამოსთან'' ერთად რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები