Belive

100 მილიონი კვარას სანაცვლოდ - აგენტი სუპერ ტრანსფერს წინასწარმეტყველებს!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

იტალიის სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ, კვარაცხელია ისეთ გრანდებს დაუკავშირეს, როგორიცაა: "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი".

უკანასკნელი ცნობების თანახმად, "ჩელსი" და "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით აქტიურად ინტერესდებიან. 21 წლის ვარსკვლავმა, "ნაპოლის" მაისურით 8 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ნეაპოლიტანური კლუბის გულშემატკივრებმა კვარაცხელიას უკვე შეურჩიეს ბრწყინვალე მეტსახელი "კვარადონა".



კვარაცხელია, რომელიც "ნაპოლის" £8.6 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, 2023 წლის ზაფხულში შესაძლოა £86 მილიონი ღირდეს - აღნიშნულ ინფორმაციას London Evening Standard-ი ავრცელებს.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას აგენტის - კრისტიან ემილეს სიტყვებს ციტირებს, რომელიც კვარას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ემილე აღნიშნავს, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც ტიტულების მოპოვებაში, ისე ფინანსურ ასპექტში.

"იცი, რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? ის აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა რუსეთში უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ის მოვიდა "ნაპოლიში", სადაც ბრწყინვალედ ასპარეზობს. ხალხი მის შესახებ საუბრობს. კვარაცხელიას ღირებულება 100 მილიონ ევროს მიაღწევს. თუ კვარაცხელია ამ ფორმას შეინარჩუნებს და ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობას განაგრძობს, მისი ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება. გამორიცხულია, რომ "ნაპოლიმ" კვარა იანვარში გაყიდოს, ამიტომ მომავალ ზაფხულს მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს", - აღნიშნა კრისტიან ემილემ.

სხვა სტატიები