10 პორტუგალიელი და 1 ქართველი - F ჯგუფის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე რჩება. პორტალმა Transfermarkt-მა ევრო 2024-ის F ჯგუფის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული დაასახელა.
ეს ჯგუფი ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რადგან პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად, მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.
სიმბოლურ გუნდში პორტუგალიელთა სრული დომინაციაა, ერთადერთი არაპორტუგალიელი, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებს შორის მოხვდა, ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო):
მეკარე - დიოგუ კოშტა (40 მილიონი)
მცველები - ნუნუ მენდეში (55 მილიონი), დიოგუ დალო (35 მილიონი), რუბენ დიაში (80 მილიონი), ანტონიუ სილვა (45 მილიონი)
ნახევარმცველები - რუბენ ნევეში (55 მილიონი), პალნინია (55 მილიონი), ბრუნო ფერნანდეში (70 მილიონი)
თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია (80 მილიონი), რაფაელ ლეაუ (90 მილიონი), ბერნარდუ სილვა (70 მილიონი ევრო)
კვარა ჯგუფის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ რაფაელ ლეაუს ჩამორჩება:
რაფაელ ლეაუ - 90 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო
რუბენ დიაში - 80 მილიონი ევრო
ბრუნო ფერნანდეში - 70 მილიონი ევრო
ბერნარდუ სილვა - 70 მილიონი ევრო
რუბენ ნევეში - 55 მილიონი ევრო
პალნინია - 55 მილიონი ევრო
ნუნუ მენდეში - 55 მილიონი ევრო
პედრო ნეტუ - 55 მილიონი ევრო
გონსალუ რამოში - 50 მილიონი ევრო
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.