Belive

10-დან 80 მილიონი - როგორ გაიზარდა ნაპოლის ფეხბურთელების ფასი აგვისტოდან დღემდე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022-2023 წლების სეზონი ,,ნაპოლისთვის'' განსაკუთრებით წარმატებულია. ლუჩანო სპალეტის გუნდი 19 ტურის შემდეგ სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს. გარდა ამისა, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და პლეი-ოფში გავიდნენ.

,,ნაპოლის'' თამაში ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახა. Italian Football TV-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუნდის რამდენიმე მოთამაშის ფასი 2022 წლის აგვისტოდან დღემდე საგრძნობლად გაიზარდა.

მაგალითისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, გასულ ზაფხულს თუ 10 მილიონად იყო შეფასებული. დღეს მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა. 90 მილიონით (70 მილიონიდან 160 მილიონამდე) გაიზარდა ვიქტორ ოსიმენის ფასი.

  • ოსიმენი - 70 მილიონიდან 160 მილიონი ევრო
  • კვარაცხელია - 10 მილიონიდან 80 მილიონი ევრო
  • კიმი - 18 მილიონიდან 60 მილიონი ევრო
  • ანგისა - 15 მილიონიდან 50 მილიონი ევრო
  • ლობოტკა - 25 მილიონიდან 40 მილიონი ევრო
  • რასპადორი - 35 მილიონიდან 40 მილიონი ევრო
  • დი ლორენცო - 18 მილიონიდან 25 მილიონი ევრო

სხვა სტატიები