Belive

"ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღება" - ივან ჰაშეკი

5 დღის წინ ევრო 2024
1 წთ

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება ჩეხებმა 59-ე წუთზე შეძლეს, კერძოდ ეს პატრიკ შიკმა მოახერხა.

მატჩის შემდეგ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა და ნაკრების კაპიტანმა ტომას სოუჩეკმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს:

ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღება, ასეთი ფანტასტიკური გულშემატკივრების წინაშე. ჩვენმა ფეხბურთელებმა მათ მადლობა გადაუხადეს. ქართველმა გულშემატკივრებმაც, შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ გვინდა სახლში წასვლა, გვინდა ტურნირზე რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ.

თამაშში ვდომინირებდით, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ამაზე 26 მცდელობა მეტყველებს. უნდა ვაღიაროთ, რომ გაგვიხარდა, როდესაც მეტოქემ ბოლო წუთზე შექმნილი მომენტი ვერ გამოიყენა.

მინდა მივულოცო საქართველოს და მათ მწვრთნელს ვილი სანიოლს ქულის მოპოვება. ვფიქრობ, ორივე გუნდმა გულშემატკივრებისთვის სანახაობრივად ითამაშა, შესანიშნავი ატმოსფერო იყო. - ივან ჰაშეკი - ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ჩვენ არ ვიცით თუ რა შედეგით დასრულდება თურქეთი - პორტუგალიის მატჩი, მაგრამ ვიცით, რომ თურქეთის წინააღმდეგ მოგება დაგვჭირდება და ამაზე ახლავე ვიმუშავებთ. ეს იქნება შესანიშნავი თამაში ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის. იმედია, ჯგუფიდან გასავლელად სამ ქულას მოვიპოვებთ.

ჩვენ ჯერ კიდევ კონკურენციაში ვართ და ჯგუფის ბოლო მატჩს გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. საქართველოს მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, რაც აჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს, ორივე გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ქულა აიღო.

ცხადია, იმედგაცრუებული ვართ. ამ მატჩიდან მეტი გვინდოდა, მოგება და ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ ახლა მხოლოდ ქულა გვაქვს. ბევრი შანსი გვქონდა და უნდა გაგვეტანა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი გავუშვით, რაც ჩვენთვის რთული მომენტი იყო. - ტომას სოუჩეკი - ჩეხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი

სხვა სტატიები