Belive

სპალეტი: "ესპანეთი უფრო დიდი ანგარიშით მოგებას იმსახურებდა..."

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

ევროპის ჩემპიონატზე "სიკვდილის ჯგუფში" ტურის ცენტრალური მატჩი შედგა, სადაც ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ესპანელებმა იტალიელები მოედნიდან გააქრეს და დიდი სათამაშო უპირატესობით დაჩაგრეს.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვეს უპასუხა იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, რომელმაც საკუთარი კლუბი მწვავედ გააკრიტიკა.

"ჩვენს დაცვაში ბევრი უფსკრული იყო. გამუდმებით აფორიაქებულები ვიყავით, ვერცერ მომენტში ვერ შევძელით მოედნის სივრცეების ათვისება და მათ შეძლეს პრობლემები შეექმნათ. ესპანელებმა იმაზე დიდი პრობლემა შეგვიქმნეს, ვიდრე ანგარიშში აისახება. ჩვენს მეტოქეს გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ.

ესპანეთი ძალიან კარგი გუნდია, მე ამას დიდი ხანია ვამბობ და მათ ეს ყველაფერი დაამტკიცეს. ისინი ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან და წარწმატებას ვუსურვებ მათ. მე კი, ჩემს ბიჭებთან იმაზე ვიმუშავებ, რომ ასეთ მეტოქეებთან ასეთი თამაშით ფონს ვერ გავალთ.

დღეს ესპანეთი კარგი გუნდი იყო, ჩვენ კი მოედანზე გუნდად ყოფნა ვერ შევძელით.

ახლა ამ მატჩს კარგად განვიხილავთ, ანალიზს გავაკეთებთ და მოვემზადებით შემდეგი მატჩისთვის, სადაც წარმატების მიღწევა უმნიშვნელოვანესია." - ლუჩიანო სპალეტი

B ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, იტალიის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

განვლილი 2 ტურის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები პირველ ადგილს 6 ქულით იკავებს, მეორე პოზიციაზე კი იტალიაა 3 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებს ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.

სხვა სტატიები