Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრების პოზიცია ევრო 2024-ზე | ESPN-ს რეიტინგი

2 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

ევრო 2024-ზე მონაწილე 24 ნაკრებს შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთადერთი დებიუტანტი გუნდია, რომელიც პირველად თამაშობს ასეთი მნიშვნელობის ტურნირზე. ამერიკულმა სპორტულმა გამოცემამ ESPN-მა ყველა მონაწილე ნაკრების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც მთავარი ტიტულის დაუფლების ყველაზე რეალური შანსი აქვს.

გამოცემამ საქართველოს ნაკრები 24-დან 22-ე პოზიციაზე გაიყვანა და ჩვენს ნაკრებს სტატიაც მიუძღვნა

ქაღალდზე საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავისი თამაშით მოგვაჯადოვოს. პირველი ასპარეზობა ჩემპიონატზე, კარგი მეკარე, ხისტი ხუთკაციანი დაცვის ხაზი, შეტევის შემქმნელი ხვიჩა კვარაცხელია და მშვენიერი ნიჭი ნახევარდაცვაში.

ეს გუნდი თავს ისე დაიცავს, თითქოს მათი სიცოცხლე ამ ტურნირზეა დამოკიდებული. დაცვიდან შეტევაში სწრაფად შეუძლიათ გადასვლა, ამის გაკეთება მრავალი დრიბლინგის მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია, (შეგახსენებთ, რომ მასზე მეტი დრიბლინგი შესარჩევში არავის ჰქონია - 44). ეს იმ გეგმის ერთ-ერთი მცირე ნაწილია, რომელიც კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული. ანალოგიური რამ შეძლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრებმაც გარეტ ბეილთან ერთად (ნახევარფინალი). ჯადოსნური იქნება თუ საქართველო ამას მოახერხებს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათთვის ამის გამეორება რთული იქნება, რადგან ჯგუფში მათ ჩეხეთი, პორტუგალი და თურქეთი ჰყავთ. - ESPN

სრულად რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. საფრანგეთი

  2. პორტუგალია

  3. ინგლისი

  4. გერმანია

  5. ესპანეთი

  6. ბელგია

  7. იტალია

  8. ხორვატია

  9. ნიდერლანდები

  10. ავსტრია

  11. დანია

  12. უკრაინა

  13. თურქეთი

  14. შვეიცარია

  15. შოტლანდია

  16. უნგრეთი

  17. სლოვაკეთი

  18. სერბეთი

  19. პოლონეთი

  20. ჩეხეთი

  21. სლოვენია

  22. საქართველო

  23. რუმინეთი

  24. ალბანეთი

სხვა სტატიები