საქართველო-თურქეთის მატჩს ერთადერთი არაევროპელი არბიტრი განსჯის
6 თვის წინ
ევრო 2024
1 წთ
თურქეთი და საქართველო ერთმანეთს სამშაბათს, 18 ივნისს, ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ მატჩში დაუპირისპირდებიან, რომელსაც ქალაქი დორტმუნდი და ზიგნალ იდუნა პარკი მასპინძლობს. UEFA-ს გადაწყვეტილებით, მატჩს ტურნირზე მყოფი ერთადერთი არაევროპელი მსაჯი გაუძღვება.
ჩვენთვის ისტორიულ შეხვედრა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, ფაკუნდო ტელო განსჯის. ტელოს თანაშემწეები გაბრიელ ჩადი და ეზეკიელ ბრაილოვსკი იქნებიან. VAR-ის ოთახში ესპანელი ალეხანდრო ერნანდესი იმუშავებს.
უეფასა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას (CONMEBOL) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, არგენტინელი არბიტრი, ფაკუნდო ტელო ერთადერთია, რომელსაც ტურნირის მატჩებს მიანდობენ.