Belive

საოცარი შედეგი - შაჩირიმ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური ოფიციალურად 19 ივნისს დაიწყო. 19 ივნისის სათამაშო დღე კი შოტლანდიისა და შვეიცარიის მატჩმა დახურა, რომელიც 1-1 დასრულდა.

მატჩის მეორე და უკანასკნელი გოლი საოცარი სილამაზის გამოდგა, გოლის ავტორი კი ჯერდან შაჩირი იყო, რომელმაც ამ გატანილი გოლით დიდებული შედეგი დააფიქსირა.

კონკრეტულად კი, ჯერდან შაჩირი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ სამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე შეძლო გოლების გატანა.

ჯერდან შაჩირმა გოლების გატანა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო და 3 გოლი შეაგდო. ამის შემდეგ იყო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მან 1 გოლის გატანა შეძლო.

ამის შემდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც 1 გოლი გაიტანა, შემდეგ კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლის გატანა შეძლო. ბოლო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერდანმა 1 გოლი გაიტანა, 2024 წლის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კი მან შოტლანდიის კარი აიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ შედეგის დაფიქსირება კრიშტიანუ რონალდუსაც შეუძლია, რომელსაც ამ შედეგის გასაუმჯობესებლად მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა სჭირდება.

სხვა სტატიები