Belive

"საოცარი გულშემატკივრები გვყავს და მადლიერები ვართ" - ვილი სანიოლი

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. პრინციპული დაპირისპირება 18 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

თურქეთთან გასამართი მატჩის წინ, ვილი სანიოლმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

საოცარი გულშემატკივრები გვყავს და მადლიერები ვართ. ისინი არასდროს წყვეტენ ოცნებას. გულშემატკივარს და ფეხბურთელებს რომ არ ეოცნებათ ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. დიახ, ზოგჯერ ცოტა რთულია, რომ ადამიანებმა რეალობა დაინახონ, თუმცა, მათ უნდა გააგრძელონ ოცნება, რადგან ეს დიდი მხარდაჭერაა ჩვენთვის. საქართველოსთან ერთად წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. როდესაც აქ ვართ და ვხედავთ, რომ ეს რეალობაა, კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დროის შემდეგ გააცნობიერო, თუ რას მიაღწიე. პოზიტიური შეგრძნებები მაქვს და იმედია, რომ კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება ასე. - ვილი სანიოლი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები