საქართველო პორტუგალიის მატჩს შვეიცარიელი არბიტრი განსჯის
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 23:00 საათზე გაიმართება.
UEFA-ზე უკვე დადასტურებულია, რომ შეხვედრის არბიტრი შვეიცარიელი სანდრო შერერი იქნება. მთავარ არბიტრთან ერთად გვერდითა მსაჯად იმუშავებს ასევე შვეიცარიელი ბეკიმ ზოგაი და გერმანელი შტეფან ლუპი. მეოთხე არბიტრი უკრაინელი მიკოლა ბალაკინი იქნება. VAR-ზე იმუშავებს შვეიცარიელი ფედაი სანი.
36 წლის შვეიცარიელმა არბიტრმა სანდრო შერერმა ევრო 2024-ზე უკვე ერთ შეხვედრაში, სლოვენიის და დანიის დაპირისპირებაში იმსაჯა. ბოლოს ასევე მთავარ მსაჯად იმუშავა ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "ატალანტა"-"სპორტინგის" და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ინტერი" - "რეალ სოსიედადის" შეხვედრებში.