Belive

როდრი ბოლო ტურში არ იქნება | ესპანელმა UEFA-ს ახალი წესი დაარღვია

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

"მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ნახევარმცველი როდრი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ყვითელი ბარათით უეფას ახალი წესის დარღვევისთვის დაისაჯა. საქმე იმაშია, რომ ევრო 2024-ზე გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, მსაჯთან საუბარი (სადავო საკითხის განხილვა) მხოლოდ გუნდის კაპიტნებს შეუძლიათ, თუ მოედანზე კაპიტანი არ არის ამას ვიცე-კაპიტანი აკეთებს, როცა კაპიტანი მეკარეა, მაშინ გუნდს წინასწარ შერჩეული ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს.

გამომდინარე იქიდან, რომ როდრი ესპანეთის ნაკრების კაპიტანი არ არის და მსაჯთან იკამათა, 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. როდრიმ ყვითელი პირველ ტურშიც, ხორვატიასთან დაპირისპირებაშიც დაიმსახურა, ამრიგად, ზედიზედ 2 ყვითელი ბარათის წესის გამო ბოლო ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

ესპანეთს მომდევნო შეხვედრა ალბანეთთან ელის, დე ლა ფუენტეს გუნდი ჯგუფიდან უკვე გასულია, ამიტომ როდრის არყოფნა დიდად ხელს არ შეუშლის.

სხვა სტატიები