ვილი სანიოლი: "ფეხბურთი ჭადრაკი არაა, ის გრძნობებით ითამაშება"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ საქართველოს ნაკრები ესპანეთს ევრო 2024-ის მერვედფინალში დაუპირისპირდება. ქართველები ჯგუფიდან პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ გავიდნენ, თავის მხრივ, ესპანეთმა საკუთარ ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინაშე ტურნირის ამ ეტაპზე საუკეთესო გუნდი იქნება. ვილი სანიოლმა შეხვედრამდე ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
ესპანეთთან 1:7 მარცხი? არ მახსოვს ეს თამაში (იცინის). სერიოზულად კი ის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან სტრესული იყო, მეორე მხრივ, შესაძლოა ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი იისიც იიყოს, რომ იმ საღამოს ბევრი რამ ვისწავლეთ და მწარე მარცხისგან გამოცდილება მივიღეთ. ცხოვრებაში სირთულეები უნდა გადალახო და ჩემმა გუნდმა დაამტკიცა რომ აქვს ამის უნარი.
პორტუგალიასთან მოგება ზედმეტად ემოციური მომენტი იყო. ფიზიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჯობდა დასვენებისთვის მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ამ დანაკლისს ემოციური ნაწილი აანაზღაურებს.
ესპანეთს ტურნირზე გოლი არ გაუშვია და საუკეთესო ნაკრებია აქ მყოფთა შორის, სხვა არაფრის თქმა არ შეიძლება. თუნდაც ბოლო 4 შეხვედრა მათთან წაგგებული გვქონდეს, ხვალ სხვა დღეა, სხვა ატმოსფერო და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მოთამაშეებს არ შეიძლება ყოველდღე უთხრა, რომ თავისუფლად ითამაშონ. მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვით სტრატეგიას, მაგრამ ფეხბურთი არ არის მათემატიკა ან ჭადრაკი. ემოციებით უნდა ითამაშო. ჩემი მოთამაშეების მოტივირება ძალიან მარტივია და ამისთვის სულ არ ვარ საჭირო. აქ ყოფნა უკვე საკმარისია, ხვალ ბალანსი უნდა ვიპოვოთ - განაცხადა ვილი სანიოლმა
საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს კიოლნის სტადიონზე, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.