Belive

დომინიკ სობოსლაი UEFA-ს პროტოკოლს აკრიტიკებს

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დომინიკ სობოსლაი, ვარგას ტრავმის შემდეგ, UEFA-ს პროტოკოლის შეცვლას ითხოვს. უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა გააკრიტიკა მოედნის სამედიცინო პერსონალი მათი ნელი რეაგირების გამო, როცა ბარნაბას ვარგამ უმძიმესი დაზიანება მიიღო ევრო 2024-ის ჯგუფში, შოტლანდიასთან შეხვედრის დროს.

ბარნაბას ვარგა შოტლანდიელ მეკარეს, ანგუს განს შეეჯახა, რის შედეგადაცად 29 წლის უნგრელი, მინდორზე რამდენიმე წამის განმავლობაში უძრავად იწვა. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სასწრაფოდ ანიშნეს სამედიცინო პერსონალს, რომ მათი დახმარება აუცილებელი იყო, თამაში თითქმის 7 წუთის განმავლობაში შეჩერდა.

თავდამსხმელი ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია, თუმცა უნგრეთის მწვრთნელმა მარკო როსიმ დაადასტურა, რომ მას ყბა-სახის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია დასჭირდება, ამიტომ ევრო 2024-ის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

მე ნამდვილად არ ვიცი როგორია პროტოკოლი. არ ვიცი როგორ მუშაობს, მაგრამ თუ ჩვენი ექიმი ამბობს, რომ სასწრაფოდ გვჭირდება კიდევ ვინმე დასახმარებლად, მაშინ არ მგონია, რომ მათ მინდორზე შემოსასვლელად ამდენი დრო უნდა დასჭირდეთ და ეს სიარულით გააკეთონ.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევცვალოთ რაღაც, თუ ყველა ხედავს, რომ მოხდა ძლიერი შეჯახება და ფეხბურთელი უგონოდაა, უბრალოდ შედით, მაშინაც კი, თუ მსაჯი ამბობს, არ შეხვიდეთ. უბრალოდ შედით... თუ დარწმუნდებით, რომ სერიოზული არაფერია, მაშინ ისევ უკან გახვალთ და ამით ყველაფერი დასრულდება, ხშირად წამები გადამწყვეტია - აღნიშნავს სობოსლაი UEFA-სა და სამედიცინო პერსონალის მიმართ
ყველაფერი კვალიფიციურად მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო, ხოლო საკაციანი პერსონალი დასტურს პროტოკოლის მიხედვით ელოდებოდა, როგორც კი მათ მიიღეს მოთხოვნა დახმარების თაობაზე, ევაკუაცია სრაფად და შეუფერხებლად განხორციელდა - ნათქვამია UEFA-ს წერილში

სერიოზული სტრესის მიუხედავად, უნგრელებმა შოტლანდიას თამაში მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე მოუგეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც თეორიულ შანსს იძლევა, რომ უნგრეთი პლეი ოფში ითამაშებს.

სხვა სტატიები