Belive

კაშია: ,,ჩემმა ბევრმა მეგობარმა მთელი შემოსავალი ფრენისა და მატჩის ბილეთებში დახარჯა''

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, თურქეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ჩემმა ძალიან ბევრმა მეგობარმა დაზოგა ფული და მთელი ის შემოსავალი, რაც ჰქონდათ, ფრენისა და მატჩის ბილეთებში დახარჯა.

ასეთი გარემოა ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში! ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს. 30 წელი ველოდებოდით, რომ დიდ ტურნირზე გვეთამაშა და ეს ოცნება ყველას აგვიხდა.

ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თუ როგორ ვითამაშებთ და როგორ წარმოვაჩენთ საკუთარ თავსა და ქვეყანას. ფეხბურთელები და ქომაგები ვეცდებით, რომ სათანადოდ წარმოვადგინოთ ჩვენი თავები, ვფიქრობ, ჯერჯერობით ეს კარგად გამოგვდის და კიდევ უფრო უკეთესად შეგვიძლია!'' - გურამ კაშია

ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ, ისტორიულ შეხვედრას გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები