Belive

დე ლა ფუენტე: "ჩვენ შეჯიბრის საუკეთესო გუნდი ვართ..."

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

ევროპის ჩემპიონატზე "სიკვდილის ჯგუფში" ტურის ცენტრალური მატჩი შედგა, სადაც ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ესპანელებმა იტალიელები მოედნიდან გააქრეს და დიდი სათამაშო უპირატესობით დაჩაგრეს.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვეს უპასუხა ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა - ლუის დე ლა ფუენტემ, რომელმაც საკუთარი ფეხბურთელები შეაქო.

"თქვენ ძალიან კარგად მიცნობთ. მე ვფიქრობ ისე, როგორც გუშინ ვფიქრობდი. ძალიან ვამაყობ შედეგით და იმით რომ მოვიგეთ ეს მატჩი, მაგრამ ეს არის ძალიან რთული ტურნირი და რაც უფრო წინ მივდივართ, ჩვენი მეტოქეები გაგვიცნობენ და სულ უფრო რთული გახდება.

ჩვენ შეჯიბრის საუკეთესო გუნდი ვართ და ამასთანავე ფავორიტები. მიხარია რომ ეს ყველაფერი დღევანდელი მატჩით დავამტკიცეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა.

ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერში უფრო ძლიერები ვიყავით. ძალიან დიდ პატივს ვცემ იტალიას - მათ ამაღამ გარკვეული სირთულეები ჰქონდათ, მაგრამ ეს განპირობებული იმით იყო, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ." - ლუის დე ლა ფუენტე

განვლილი 2 ტურის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები პირველ ადგილს 6 ქულით იკავებს, მეორე პოზიციაზე კი იტალიაა 3 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებს ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.

სხვა სტატიები