ზვერევი US Open-ს აკრიტიკებს - ინფორმირებულები არ ვიყავით
4 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
"ჩვენს ინფორმირებასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა თავი ვერ გამოიჩინეს. პერთან დაკავშირებული მოვლენები მედიის საშუალებით შევიტყვეთ, ისევე როგორც სხვა დანარჩენებმა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ინფორმაცია მოთამაშეებს პირველ რიგში უნდა მიეწოდოთ. ამ დღეებში ბენუას ვხედავდით და ვიცოდით ვინ ვისთან ერთად გადაადგილდებოდა. ფრანგს ვირუსი ჰქონდა, ის კი ერთხელ ლიფტში დავინახე. ზოგიერთი ჩოგბურთელი მასთან ერთად იყო, ამიტომ, ინფორმაციის Twitter-ით გაგებით ბედნიერები არ იქნებოდნენ."