ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას ტრავმის გამო გამოეთიშა
3 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის 10-გზის გამარჯვებულმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გრანდ სლემზე ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა.
დღეს სერბმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევთან მატჩის გაგრძელება ბარძაყის ტრავმის გამო ვერ შეძლო. შეხვედრა პირველი სეტის შემდეგ შეწყდა, რომელიც ზვერევმა ტაი-ბრეიკში მოიგო.
,,ეს კუნთების პრობლემაა, 2 წლის წინ გამკლავება შევძელი, ახლა კი არ გამოვიდა. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ პირველი სეტის შემდეგ, ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ვეღარ გავუძელი... უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ყველაფერი ვცადე. პირველი სეტი რომც მომეგო, კიდევ 2-3 საათი თამაში ძალიან გამიჭირდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ეს შეუძლებელი იყო.
ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემი ბოლო წელია? არ ვიცი, შესაძლოა. ვნახოთ, როგორი იქნება სეზონი. თუმცა, მინდა, რომ გავაგრძელო, თუ ფორმაში ვიქნები და ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, არჩამოსვლის მიზეზს ვერ ვხედავ. - ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკი გრანდ სლემს მატჩის დროს ან მატჩამდე კარიერაში მერვედ ჩაეხსნა.
ალექსანდრ ზვერევი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დღეს, იანიკ სინერისა და ბენ შელტონის მატჩში გაირკვევა.
Get well soon, @DjokerNole 🙏@AlexZverev advances to his third Grand Slam final.@AustralianOpen #AO2025 pic.twitter.com/ThaS6rRotT
— Tennis TV (@TennisTV) January 24, 2025