Belive

კარლოს ალკარასი როლან გაროსის გამარჯვებულია

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

როლან გაროსის ფინალში ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი შეხვდნენ. დაპირისპირება ძალიან დაძაბული, 5 სეტიანი გამოდგა.

მატჩი 4:20 საათი მიმდინარეობდა. პირველ სეტში ესპანელმა 3:6 გაიმარჯვა, შემდეგ ზედიზედ ორი სეტის მოგება გერმანელმა ჩოგბურთელმა მოახერხა - 6:2,7:5, ბოლოს კარლოსმა უპირატესობა გადაიბარა და 1:6, 2:6 გაიმარჯვა.

21 წლის ესპანელი ჩოგბურთელისთვის ეს მესამე გრანდ სლემის ტიტულია, მას აქამდე მოპოვებული ჰქონდა უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის ჯილდო. კარლოსს სულ კარიერაში 14 ტიტული აქვს მოპოვებული

სხვა სტატიები