Belive

ზედიზედ მეორედ - კარლოს ალკარასი უიმბლდონის ჩემპიონია

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

წლევანდელი უიმბლდონის ფინალშიც ის შედეგი დადგა, რაც შარშან. 21 წლის ალკარასმა ისევ შეძლო ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოოვიჩის დამარცხება და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში დრამა არ შედგა. ალკარასი დაფრინავდა, ნოვაკი კი საკუთარ თავს არ ჰგავდა. კარლიტომ შეხვედრა 3 სეტში (6:2| 6:2| 7:6) მოიგო.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ 2 სეტში ბრძოლა არ შედგა. ალკარასი თითქოს 2-ჯერ უფრო სწრაფ ტემპში თამაშობდა ჩოგბურთს, ნოლეს კი გათამაშებებში აყოლა არ შეეძლო. 2 სეტში მხოლოდ 4 გეიმი დარჩა სერბის მხარეს, 12 კი ესპანელმა წაიღო.

მესამე სეტში ნოვაკმა მოუმატა, თუმცა ესეც არ იყო ახლოს ჯოკოვიჩის იმ ხარისხთან, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში გვთავაზობს. ასეთმა ჩამქრალმა ნოვაკმაც კი მცირე სასწაულის მოხდენა მაშინ დაიწყო, როცა 0:40-დან მატჩპოინტები გადაარჩინა და თამაში ტაიბრეკში გადაიყვანა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და კარლოსმა ტაიბრეიკი 7:4 გაიმარჯვა.

ალკარასმა კარიერაში მე-4 დიდი სლემის ტურნირი მოიგო, 2-ჯერ ეს უიმბლდონის მინდორზე გააკეთა, თითოჯერ კი ამერიკის ღია პირველობასა და როლან გაროსზე.

სხვა სტატიები