ნოვაკ ჯოკოვიჩი: "მსურს კარიერა 2028 წლის ოლიმპიადაზე, სერბეთის დროშით ხელში დავასრულო"
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გასულ კვირაში ATP ტურის 101-ე ტიტული ათენში მოიგო. მან ფინალში იტალიელი ჩოგბურთელი - ლორენცო მუსეტი, დრამატულ დაპირისპირებაში დაამარცხა.
ბოლო თვეების განმავლობაში, ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩს არაერთხელ ეკითხებოდნენ, თუ როდის აპირებდა კარიერის დასრულებას. სერბი ყოველთვის თავს არიდებდა კონკრეტული თარიღის დასახელებას. თუმცა, ამჯერად, როგორც ჩანს, მას მკაფიო წარმოდგენა აქვს, თუ სად სურს კარიერის დასრულება. ამ ყველაფერზე მან ტიტულის მოგების შემდეგ ისაუბრა.
"ჩემი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში, ყოველთვის მქონდა რამდენიმე წლით ადრე დაგეგმილი გონებრივი გეგმა: რა მინდა და როგორ მინდა. ყველა შესაძლო მიზნის მიღწევის შემდეგ, ვახსენე 2028 წლის ოლიმპიური თამაშები, რადგან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მინდოდა თამაში. თუ ოლიმპიადაზე სერბეთის დროშის ქვეშ დავესრულებდი, ეს შესანიშნავი იქნებოდა. მოვახერხებ თუ არა დროულად? არ ვიცი. არის რაღაცეები, რაც ჩემს კონტროლს სცილდება. ვცდილობ, მაქსიმალურად ჯანმრთელი ვიყო, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად და შევინარჩუნო ეს კონკურენტუნარიანი ენერგია." - ნოვაკ ჯოკოვიჩი
. @DjokerNole in Athens 🇬🇷
— Milica Milutinovic (@MilicaM84932667) November 9, 2025
Press conference🎙
Novak Djokovic: I want to end my career at the Olympic Games 2028 with the Serbian flag 🇷🇸
#HellenicCcampionship
#Athens #Greece #NoleFam pic.twitter.com/9WMjnCWupk
შეგახსენებთ, რომ 38 წლის სერბი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გრანდ სლემის მფლობელია (24). მან თავის დიდებულ კარიერას 2024 წელს ოლიმპიური ჩემპიონობაც შემატა, თუმცა ფაქტია, რომ ასაკის მიუხედავად, იგი გაჩერებას არ აპირებს.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და თუ დიდი ნოვაკი შეძლებს, 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზეც დავტკბეთ მისი თამაშითა და კარიერით.
სხვა სტატიები
2/2 მოგება | სინერის არანორმალური სტატისტიკა ATP Finals-ზე
2 კვირის წინ ჩოგბურთი
დიდი ნოვაკი!
3 კვირის წინ ჩოგბურთი