ზედიზედ 2 გამარჯვება - ბასილაშვილი ლიონის შეჯიბრის ძირითად ბადეშია
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ქალაქი ლიონი, ჩელენჯერის ტურის 100-ქულიან შეჯიბრს მასპინძლობს, რომელიც 10-16 ივნისის პერიოდში გაიმართება. შეჯიბრის საპრიზო ფონდი €120,950 ევროა.
ლიონის ჩელენჯერზე ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველ ეტაპზე შეჯიბრის მე-10 ნომრად განთესილი პორტუგალიელი 3 სეტიან ბრძოლაში დაამარცხა.
სულ რამდენიმე წუთის წინ კი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ სტადიაზე მან, მე-3 ნომრად განთესილი ესპანელი - კარლოს ტაბერნერი, 2-სეტში: 3:6; 4:6 დაამარცხა და ძირითად ბადეში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ ვინ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ძირითად ბადეში.