ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირს გამოეთიშა
2 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის 1000-ქულიანი ტურნირის პირველივე ეტაპზე, 1/64-ფინალში მარინ ჩილიჩთან დამარცხდა. დაპირისპირება 2-სეტიანი იყო და 1:29 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა - 6:3, 7:6 (7:5). ბასილაშვილი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში 104-ე ნომერია, ხორვატი ჩოგბურთელი კი 97-ე.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასვლამდე 2 შეხვედრა მოიგო. ქართველმა კვალიფიკაციის ფინალში ჯერ ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში ამერიკელი ელიოტ სპიცირი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შანხაის მასტერსი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 9 193 540 დოლარია.