Belive

დიდი ეპოქის დასასრული | ენდი მარი უიმბლდონზე ბოლოჯერ და მხოლოდ წყვილებში იასპარეზებს

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

37 წლის ლეგენდარულმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა - ენდი მარიმ დაადასტურა, რომ იგი 2024 წლის უიმბლდონზე ერთეულთა თანრიგში მონაწილეობას აღარ მიიღებს და იმედოვნებს, რომ წყვილებში თავის ძმასთან - ჯეიმისთან ერთად მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

უიმბლდონის 2-გზის ჩემპიონმა დაადასტურა, რომ იგი კარიერის ბოლო უიმბლდონს ითამაშებს და აწი ამ შეჯიბრზე მას ვეღარ ვიხილავთ.

როგორც ჩანს, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბოლომდე გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.

"სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დაუჯერებლად მუშაობდა გამოჯანმრთელებაზე, მან ფორმის აღდგენა სრულად ვერ შეძლო და მიიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება, არ ეთამაშა ერთეულთა თანრიგში.

როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია, მაგრამ დაადასტურა, რომ ჯეიმთან ერთად ითამაშებს წყვილებში და მოუთმენლად ელის უიმბლდონზე ბოლო ასპარეზობას..." - ვკითხულობთ ენდი მარის გუნდის განცხადებაში.

37 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა კი იქამდე განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიადის შემდეგ იგი ჩოგბურთიდან წასვლას აპირებდა.

ენდი მარის ერთეულთა თანრიგში დღეს, 2 ივლისს, ჩეხი ჩოგბურთელის - ტომას მაჩაკის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

სხვა სტატიები