Belive

ვენის ტურნირზე ბასილაშვილი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს შეხვდება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 93-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე (Erste Bank Open) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე დანილ მედვედევი (4) იქნება.

მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი მერვედფინალში დომინიკ ტიმს ან ტომი პოლს შეხვდება.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე სტეფანოს ციციპასია, მესამე კი – ანდრეი რუბლიოვი.

Erste Bank Open-ის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევია, რომელმაც შარშან ფინალში ფრენსის ტიაფოს მოუგო.

ბასილაშვილმა ბოლოს სოფიის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/16-ფინალში ფერნანდო ვერდასკოსთან დამარცხდა.

ქართველ ჩოგბურთელს ბოლო 9 მატჩში 8 მარცხი აქვს (ერთ შეხვედრაში მეტოქე ტრავმის გამო დანებდა), თანაც ისე, რომ სეტიც არ მოუგია.


სხვა სტატიები